მენტალური არითმეტიკა არის აზროვნების განვითარების მეთოდი, რომელიც ბავშვებს ფერადი აბაკუსის — სორობანის დახმარებით სწრაფ და ზუსტ ანგარიშს ასწავლის. ეს არის ტვინის ეფექტური ვარჯიში, რომელიც ბავშვს ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ინფორმაციის სწრაფად დამუშავებასა და საკუთარ შესაძლებლობებში მეტი თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.
იხილეთ ვრცლადემოციური ინტელექტი არის საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობის, გაგების, სწორად გამოხატვისა და მართვის უნარი. კურსი ბავშვს ეხმარება უკეთ გაიგოს საკუთარი თავი, გამოხატოს განცდები უსაფრთხოდ, მართოს ძლიერი ემოციები და ურთიერთობებში უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოს.
იხილეთ ვრცლადმრავალწლიანი გამოცდილება და სტაბილურობა, რომელიც უზრუნველყოფს სანდო და გამართულ სასწავლო გარემოს.
საერთაშორისო მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამები, შემოწმებული და აღიარებული მსოფლიო პრაქტიკით.
გამოცდილი და ემპათიური, მუდმივად პროგრესზე ორიენტირებული პედაგოგები.
სწავლების ერთიანი სტანდარტი და ხარისხის მუდმივი კონტროლი ყველა ფილიალში და ონლაინ.
მცირე ჯგუფები და თითოეული ბავშვის პროგრესზე დაკვირვება ინდივიდუალური მიდგომით.
მშობლებთან პასუხისმგებლიანი და სისტემური თანამშრომლობა ბავშვის განვითარების გზაზე.
საერთაშორისო ასპარეზი, მოსწავლეები, ოლიმპიადა
„ნობელი" არის ბავშვის აზროვნებისა და შინაგანი სამყაროს განვითარების სკოლა, რომელიც 2017 წლიდან ქმნის სტაბილურ, სანდო და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.
„ნობელში" პროგრამები აგებულია თანმიმდევრულ, სისტემურ და უწყვეტ სასწავლო პროცესზე. მიღებული ცოდნა ეტაპობრივად მყარდება და ბავშვის ყოველდღიურ უნარად იქცევა.
სტაბილურობა და სანდოობა, რომელსაც 2017 წლიდან ვამტკიცებთ ყველა ფილიალში.
WAAMA-ს სტანდარტებზე დაფუძნებული, მსოფლიოში გამოცდილი და აღიარებული პროგრამები.
მუდმივად გადამზადებული, ემპათიური და პროგრესზე ორიენტირებული მასწავლებლები.
სწავლების ერთიანი სტანდარტი და ხარისხის მუდმივი კონტროლი ყველა ფილიალში და ონლაინ.
ყოველ ბავშვს — ინდივიდუალური ყურადღება და პერსონალური მიდგომა პროგრესის გზაზე.
მშობლებთან პასუხისმგებლიანი და სისტემური თანამშრომლობა ბავშვის განვითარების გზაზე.
მენტალური არითმეტიკის კურსი განკუთვნილია 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის.
ემოციური ინტელექტის კურსი განკუთვნილია 4-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.
მენტალური არითმეტიკის კურსზე მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და მოიცავს ორ 45-წუთიან გაკვეთილს — ჯამში 90 წუთს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.
ემოციური ინტელექტის კურსზე გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს. მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და გრძელდება 80 წუთი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.
მენტალური არითმეტიკის კურსი • ონლაინ სწავლება — 130 ლარი; • სამუშაო დღეებში — 130 ლარი; • შაბათს — 160 ლარი; • კვირას — 140 ლარი.
ემოციური ინტელექტის კურსი • სამუშაო დღეებში — 120 ლარი; • შაბათ-კვირას — 140 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი მოიცავს თვეში 4 სამეცადინო შეხვედრას, ჩემპიონატებში და სასერტიფიკაციო გამოცდებში დამატებითი გადასახადების გარეშე მონაწილეობას. თუ კალენდარულად თვეში 5 მეცადინეობა ემთხვევა, დამატებითი გადასახადი არ არის.
მენტალური არითმეტიკის პროგრამას აქვს ძლიერი ონლაინ კურსიც. ონლაინ სწავლებისას შედეგები, პედაგოგების კვალიფიკაცია და ხარისხის კონტროლი პირისპირ სწავლების იდენტურია, ხოლო გაკვეთილებზე დასწრება ოჯახისთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია.
ემოციური ინტელექტის კურსის გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს.
მენტალური არითმეტიკის კურსი • საბურთალო — ნუცუბიძის ქუჩა №16ა • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • ნაძალადევი — გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №36 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი • აფრიკის დასახლება — მ. ცისკარიშვილის ქუჩა, კორპუსი „A", „მირანდას" ინგლისური ენის ცენტრი • თელავი — ალექსანდრე ვარდოშვილის ქუჩა №15 • ონლაინი — სწავლა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
ემოციური ინტელექტის კურსი • საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი №85, კლინიკა „მედისონის" გვერდით • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი
მენტალური არითმეტიკის პროგრამა გრძელდება დაახლოებით 3.5–4 წელი და მოიცავს 9 ძირითად დონესა და დამატებით WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონეს — 9+1. თითოეული ძირითადი დონის დასრულების შემდეგ ბავშვს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონის წარმატებით დასრულებისას — საერთაშორისო დიპლომი.
ემოციური ინტელექტის სრული ასაკობრივი კურსი შედგება 3 თემატური მოდულისა და 60 გაკვეთილისგან. პროგრამა აგებულია თანმიმდევრულად და ემსახურება ბავშვის ემოციური უნარების ეტაპობრივ განვითარებასა და განმტკიცებას. განვლილი თემებისა და დაძლეული გამოწვევების მიხედვით ბავშვებს გადაეცემათ სამოტივაციო სამკერდე ჯილდოები.
მენტალური არითმეტიკის კურსის დასაწყებად საჭიროა სპეციალური საანგარიშოსა და შესაბამისი დონის სამუშაო რვეულების შეძენა. საწყისი კომპლექტის ღირებულებაა 55 ლარი. ყოველ ახალ დონეზე გადასვლისას საჭიროა შესაბამისი სამუშაო რვეულების შეძენა.
ემოციური ინტელექტის პროგრამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალური სამუშაო რვეულის შეძენა.
დედ-მამიშვილების შემთხვევაში: • ორი ბავშვისთვის — 10%-იანი ფასდაკლება; • სამი ან მეტი ბავშვისთვის — 20%-იანი ფასდაკლება. • ერთი სასწავლო წლისსაფასურის წინასწარ გადახდისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლებები ერთმანეთს არ ემატება — შესაძლებელია ერთი, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებით სარგებლობა.
დაგვიკავშირდი და ჩვენ გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე