მენტალური არითმეტიკა არის აზროვნების განვითარების მეთოდი, რომელიც ბავშვებს ფერადი აბაკუსის — სორობანის დახმარებით სწრაფ და ზუსტ ანგარიშს ასწავლის. ეს არის ტვინის ეფექტური ვარჯიში, რომელიც ბავშვს ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ინფორმაციის სწრაფად დამუშავებასა და საკუთარ შესაძლებლობებში მეტი თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.
მეთოდის შესწავლის საწყის ეტაპზე ბავშვი მათემატიკურ მოქმედებებს აბაკუსზე ასრულებს, შემდეგ კი მის გამოსახულებას გონებაში წარმოიდგენს და გამოთვლებს მენტალურად ახორციელებს. სასწავლო პროცესში ერთდროულად ვითარდება ყურადღება, მეხსიერება, კონცენტრაცია, ვიზუალური აზროვნება, სისწრაფე და სიზუსტე.
უფასო საცდელი გაკვეთილი →კვლევებით დადასტურებული შედეგები, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები ყოველდღიურად ღებულობენ
ააქტიურებს ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას.
ბავშვი სწავლობს ყურადღების მართვას და დეტალებზე დაკვირვებას.
ავითარებს ვიზუალური და სამუშაო მეხსიერების მოცულობას.
ზრდის ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და დამუშავების ტემპს.
აყალიბებს ამოცანების სისტემურად და თანმიმდევრულად გადაჭრის უნარს.
ბავშვი რწმუნდება საკუთარ ძალებში და სწავლობს მიზნისკენ სწრაფვას.
აირჩიე შენთვის ყველაზე ახლომდებარე ფილიალი
2 დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში
3 და მეტი დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში
სრული წლის წინასწარ გადახდის შემთხვევაში
სამი მარტივი ნაბიჯი
გადადი სარეგისტრაციო გვერდზე და შეავსე მარტივი ფორმა — სახელი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა →ჩვენი მეთოდისტი დაგიკავშირდებათ 2-3 სამუშაო დღეში, გიპასუხებთ თქვენს შეკითხვებზე და შეარჩევს შესაბამის ჯგუფს მოსწავლისთვის.
მოდი პირველ საცდელ გაკვეთილზე, გაიცანი მასწავლებელი და თანატოლები, და დაიწყე განვითარების გზა.
ონლაინ გაკვეთილი ცოცხალი, ინტერაქციული და შედეგზე ორიენტირებულია. მასწავლებელი მუდმივად აკვირდება ბავშვის მუშაობას, აძლევს ინდივიდუალურ უკუკავშირს და აკონტროლებს პროგრესს. ჯგუფური გარემო სწავლას უფრო მხიარულსა და მოტივაციურს ხდის, ხოლო ჩვენი ჩემპიონატების მედალოსნების უმრავლესობა სწორედ ონლაინ კურსის სტუდენტია. ამასთან, ონლაინ სწავლება მოქნილია — გაკვეთილი ყოველთვის „თან გაქვთ“, სადაც არ უნდა იყოთ. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი და შესაბამისი მოწყობილობა.
2 დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში
3 და მეტი დედამიშვილის შემოყვანის შემთხვევაში
სრული წლის წინასწარ გადახდის შემთხვევაში
სამი მარტივი ნაბიჯი
გადადი სარეგისტრაციო გვერდზე და შეავსე მარტივი ფორმა — სახელი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა →ჩვენი მეთოდისტი გამოგიგზავნის ვიდეო ზარის ბმულს და დანიშნავს პირველ გაკვეთილს შენთვის მოსახერხებელ დროს.
გაკვეთილის დაწყებამდე დააჭირე ბმულს — ტელეფონით, პლანშეტით ან კომპიუტერით. მეტი არაფერია საჭირო.
მენტალური არითმეტიკის კურსი განკუთვნილია 4-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის.
ემოციური ინტელექტის კურსი განკუთვნილია 4-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.
მენტალური არითმეტიკის კურსზე მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და მოიცავს ორ 45-წუთიან გაკვეთილს — ჯამში 90 წუთს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.
ემოციური ინტელექტის კურსზე გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს. მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთხელ და გრძელდება 80 წუთი. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ტარდება 60-წუთიანი მეცადინეობა.
მენტალური არითმეტიკის კურსი • ონლაინ სწავლება — 130 ლარი; • სამუშაო დღეებში — 130 ლარი; • შაბათს — 160 ლარი; • კვირას — 140 ლარი.
ემოციური ინტელექტის კურსი • სამუშაო დღეებში — 120 ლარი; • შაბათ-კვირას — 140 ლარი.
ყოველთვიური გადასახადი მოიცავს თვეში 4 სამეცადინო შეხვედრას, ჩემპიონატებში და სასერტიფიკაციო გამოცდებში დამატებითი გადასახადების გარეშე მონაწილეობას. თუ კალენდარულად თვეში 5 მეცადინეობა ემთხვევა, დამატებითი გადასახადი არ არის.
მენტალური არითმეტიკის პროგრამას აქვს ძლიერი ონლაინ კურსიც. ონლაინ სწავლებისას შედეგები, პედაგოგების კვალიფიკაცია და ხარისხის კონტროლი პირისპირ სწავლების იდენტურია, ხოლო გაკვეთილებზე დასწრება ოჯახისთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია.
ემოციური ინტელექტის კურსის გაკვეთილები მხოლოდ პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს.
მენტალური არითმეტიკის კურსი • საბურთალო — ნუცუბიძის ქუჩა №16ა • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • ნაძალადევი — გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №36 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი • აფრიკის დასახლება — მ. ცისკარიშვილის ქუჩა, კორპუსი „A", „მირანდას" ინგლისური ენის ცენტრი • თელავი — ალექსანდრე ვარდოშვილის ქუჩა №15 • ონლაინი — სწავლა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
ემოციური ინტელექტის კურსი • საბურთალო — ვაჟა-ფშაველას გამზირი №85, კლინიკა „მედისონის" გვერდით • გლდანი — გობრონიძის ქუჩა №1 • დიდი დიღომი — გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №26 • ვარკეთილი — ილია სუხიშვილის ქუჩა №45, A ბლოკი
მენტალური არითმეტიკის პროგრამა გრძელდება დაახლოებით 3.5–4 წელი და მოიცავს 9 ძირითად დონესა და დამატებით WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონეს — 9+1. თითოეული ძირითადი დონის დასრულების შემდეგ ბავშვს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო WAAMA-ს საერთაშორისო სასერტიფიკაციო დონის წარმატებით დასრულებისას — საერთაშორისო დიპლომი.
ემოციური ინტელექტის სრული ასაკობრივი კურსი შედგება 3 თემატური მოდულისა და 60 გაკვეთილისგან. პროგრამა აგებულია თანმიმდევრულად და ემსახურება ბავშვის ემოციური უნარების ეტაპობრივ განვითარებასა და განმტკიცებას. განვლილი თემებისა და დაძლეული გამოწვევების მიხედვით ბავშვებს გადაეცემათ სამოტივაციო სამკერდე ჯილდოები.
მენტალური არითმეტიკის კურსის დასაწყებად საჭიროა სპეციალური საანგარიშოსა და შესაბამისი დონის სამუშაო რვეულების შეძენა. საწყისი კომპლექტის ღირებულებაა 55 ლარი. ყოველ ახალ დონეზე გადასვლისას საჭიროა შესაბამისი სამუშაო რვეულების შეძენა.
ემოციური ინტელექტის პროგრამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალური სამუშაო რვეულის შეძენა.
დედ-მამიშვილების შემთხვევაში: • ორი ბავშვისთვის — 10%-იანი ფასდაკლება; • სამი ან მეტი ბავშვისთვის — 20%-იანი ფასდაკლება. • ერთი სასწავლო წლისსაფასურის წინასწარ გადახდისას მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება. ფასდაკლებები ერთმანეთს არ ემატება — შესაძლებელია ერთი, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებით სარგებლობა.
დარეგისტრირდი უფასო საცდელ გაკვეთილზე და ნახე შედეგი პირდაპირ
უფასო საცდელი გაკვეთილი →